“ინტერის” აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტა “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ აგორებულ ჭორებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“მესის “ნერაძურის” რიგებში ხილვა ფანტაზიაა. მსგავსი სპეკულაციებისთვის დრო არ მაქვს. არგენტინელი “ბარსაში” დარჩება და იქ ასპარეზობას განაგრძობს”, – ციტირებს იტალიელის სიტყვებს DAZN.
შეგახსენებთ, აღნიშნული ცნობები მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც უარყო და იხუმრა კიდეც, რომ “მილანის საკათედრო ტაძრის გადაადგილება უფრო შესაძლებელია, ვიდრე მესის ყიდვა”.
როგორც მოგეხსენებათ, “ლა პულგას” წასვლის შესახებ ჭორები “ბლაუგრანაში” არსებული არეული სიტუაციისა და ლეოს მამის, ხორხე მესის რეზიდენციის მილანში გადატანის შემდეგ აგორდა, თუმცა იტალიური კლუბის წარმომადგენელთა განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პოტენციური ტრანსფერი სრული უტოპიაა.




თქვენი არვიცი მარა მე ნაღდად არ მომწონს ეს სიტუაცია…
კაი კაცო ამას რო არ ეთქვა ისე არ ვიცოდით