“ვალენსიასთან” შეხვედრაში მსაჯის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებით მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად უკმაყოფილოა “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტაც, რომელიც სამართლიანადაა დარწმუნებული იმაში, რომ გოლი ნამდვილად გავიდა და უნდა ჩათვლილიყო.
“ყველაფერი ნათლად ჩანდა, ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, ეს მეკარის რეაქციაზეც შეიმჩნეოდა.
ასეთი შეცდომების თავიდან ასარიდებლად სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენება იდეალური გამოსავალია და იმედი მაქვს, ამ შემთხვევას ყურადღებას მიაქცევენ ისინი, ვისაც მსგავსი საკითხების მოგვარება ევალებათ.” – აცხადებს ინიესტა.

კიი გადაგყვებიან თან. შეიძლება ბერნაბეოზე დააყენონ 😀 და მარტო რეალის სასარგებლოდ გამოიყენონ. სხვა არაფრის იმედი არ გქონდეს ინი. ჯერ სად ხარ, ეხლა წავა ხელის შეშლა მთელი ძალ ღონით რო სხვაობა არ გაიზარდოს, პირიქით. როგორც ჩანს დონ პერესმა ნახა თავისი უძლურობა და დახმარება ზემოთ სთხოვა მიშველეთო. ბილბაოსთან რთული თამაში ელოდება რეალს და მსაჯებმა თU ვილიარეალის ამბავი არ გაიმეორეს რეალს ქულების დაკარგვა ელის