“ბარსელონას” უკვე კარგა ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “სანტოსის” ამომავალი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, კატალონიურმა კლუბმა სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიაღწია ფეხბურთელთან და ბრაზილიურ კლუბთან.
19 წლის ფეხბურთელმა უკვე მყარად მოიკიდა ფეხი ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში და უკვე ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ სულ მალე მთავარი ნაკრების სრულფასოვანი წევრიც გახდება. მან უკვე მოასწრო რამდენიმე მატჩის ჩატარება. ალბერტ ვალენტინი, “ბარსელონას” კოორდინატორი უკვე კარგა ხანია ესწრება მატჩებს ნეიმარის მონაწილეობით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელს და კონტრაქტის პირობების შეთანხმებაც სცადეს.
“SPORT”-ის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელში კატალონიელებბი 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ბიჭმა უკვე კარგა ხანია მიიპყრო ისეთი ევროპული გრანდების ყურადღება, როგორებიც არიან “რეალი”, “მანჩესტერი”, “ინტერი” და “იუვენტუსი”. ზაფხულში ნეიმარის შეძენა “ჩელსიმაც” სცადა, მაგრამ უშედეგოდ.



