მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სელტა” “ბარსელონასთან” ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს

“სელტა” “ბარსელონასთან” ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს

2 დეკემბერს, ლა ლიგის მე-14 ტურში, “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” ვიგოს “სელტას” დაუპირისპირდება. “სელტა” საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა და რა თქმა უნდა, კატალონიელები შეხვედრის უდავო ფავორიტები არიან, ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალისიელებს თამაში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, ხონათან კასტრო ოტოს გარეშე მოუწევთ. 

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 23 წლისაა, ხონათანი “სელტას” ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, აქ კი მისი შეცვლა არც თუ ისე ბევრ მოთამაშეს შეუძლია. გამორიცხული არაა, რომ ვიგოელთა მთავარ მწვრთნელს, ხუან კარლოს უნსუეს ახალგაზრდული გუნდიდან მოუწიოს ფეხბურთელის გამოძახება, მას კი დიდი გამოცდა ექნება – ამ პოზიციაზე მოთამაშე მცველს ლიონელ მესის შეჩერება პირადად მოუხდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Magician
    schedule 27 ნოე 2017, 00:48

    ლიდერი და მსაჯიც მოეხმარონ, მაინც მოვიგებთ <3

  • pexnicheki123
    schedule 26 ნოე 2017, 20:53

    mainc movugebt seltas