ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარტ კრუკსმა, კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ის “ბარსელონაში” ან “რეალში” არ უნდა გაუშვას.
“პეპ გვარდიოლა დე ბრუინს მისი სამომავლო გეგმების შესახებ უნდა ესაუბროს, დაარწმუნოს იმაში, რომ “სიტისთან” ერთად ტიტულების მოგება შეუძლია, რადგან “ბარსელონა” ან მადრიდის “რეალი” მის გადაბირებას აუცილებლად ეცდება. ის ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე დაბალი დონის ფეხბურთელი არაა და მანჩესტერელებს გაუმართლათ, რომ ასეთი მოთამაშე ჰყავთ. თანაც, “სიტის” აქვს იმის, რესურსი, რომ ნებისმიერი რაოდენობის შემოთავაზებულ თანხაზე თამამად თქვას უარი.” – აცხადებს კრუკსი, რომელიც თავის დროზე “სტოკ სიტისა” და “ტოტენჰემ ჰოტსპურში” გამოდიოდა.

მთავარია სიტის მოვუგოთ როცა შეგვხვდება და რამდენჯერაც შეგვხვდებიან და თავისით მოვა!ხომ უნდა რამის მოგება?!
Movides kaco barsashi mistvis gia kari aset igrokze vin ityvis uars inis mere modi modi shen gelian
ხოო დებრუს წასვლა უტოპიაა. თორე თუ მართლა სადმე გადავიდა, ლიგის ფავორიტი იქნება ყველა გუნდი. უდიდესი ნიჭის პატრონია. ინის მერე ესეთი ჭკვიანი ნახ.მცველი ძალიან ცოტაა
ჯერ 26 წლისაა და უკვე რა დონეზე თამაშობს. "სიტი" არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს და არც მგონია, რომ კევინს უნდოდეს წასვლა. სასწაულ ფორმაში არის თვითონ გუნდი.
კიი ნახევარდაცვა კაი გვყავს კოვაც კაია სებალოსიც არაა ცუდი პროსტა თავდასხმაშI გვენძრევა
მალე პსჟ ან სიტი იყიდის ტოპ ფეხბურთელებს ბარსელონას მაქსიმუმ ტრანსფერი მინა გორეცკა იქნება
• რათა ვითომ .. სითი "ბარსელონა"_ს სჯობიაო?
