მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“შალკეს” დირექტორი: გორეცკამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს

“შალკეს” დირექტორი: გორეცკამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს

გელზენკირხენის “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა მისი გუნდის ამომავალ ვარსკვლავზე, ლეონ გორეცკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის გუნდის შეცვლას გადაწყვეტს, მის შეჩერებას ვერანაირი თანხის სანაცვლოდ ვერ მოახერხებს, თუმცა ის უკვე ესაუბრა ფეხბურთელს იმის შესახებ, რომ სანამ განვითარებას არ დაასრულებს, კლუბი არ დატოვოს, რადგან ეს შეიძლება მასზე უარყოფითად აისახოს.

გორეცკას შეძენით “ბარსელონასთან” ერთად მიუნხენის “ბაიერნი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებული, მაგრამ, როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელი უპირატესობას კატალონიურ გუნდს ანიჭებს.

“მე ვესაუბრე გორეცკას და მის აგენტს, ახლა გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. არ მინდა, ფეხბურთელზე ზეწოლა მოვახდინო, თუმცა მის დარწმუნებას მაინც ვცდილობ. აქ საქმე ფულს არ ეხება, მთავარი მისი მომავალია.” – აცხადებს კრისტიან ჰაიდელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Guro messi
    schedule 09 ნოე 2017, 23:02

    გორეცკა სკამს გააძლიერებდა.კარგი მოკლე პასი,გრძელი პასი,დრიბლინგი,ბურთის კონტროლი,სიჩქარე,რეაქცია,დარტყმა,მოედნის ხედვა აქვს და შეტევის ჩაშლაც შეუძლია.მე მინდა რომ ეს ბიჭი მოიყვანონ ბარსაში.გომეშს არდას და რაფინიას 22 წლის ასაკში ჯობია და მომავალში უძლიერესი იქნება თავის პოზიციაზე.

  • zuka10
    schedule 09 ნოე 2017, 22:28

    კაი იქნება ეს ბარსაში
    მაგრა მევასება თან ახალგაზდაა

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ნეტა ასე აზროვნებდეს კლოპი და ლივერპულის ხელმძღვანელობა


    კაი იქნებოდა ძაან

  • kobi
    schedule 09 ნოე 2017, 20:18

    ციტატა: MisterD

    ციტატა: kobi
    რომელ რიცხვიდან იწყება ტრასფერები ბიჯებო


    პირველი იანვრიდან


    მადლობა მეგობარო ყურადგებისტვის

  • kobi
    schedule 09 ნოე 2017, 20:00

    რომელ რიცხვიდან იწყება ტრასფერები ბიჯებო

  • sany
    schedule 09 ნოე 2017, 19:47

    ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” გასახდელში კვლავაც არაჯანსაღი სიტუაციაა.
    რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილოა.
    “მათ შორის უფსკრულია”. – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღეს L’Equipe-მა სტატია, რომელიც უნაი ემერისა და ნეიმარს შეეხებოდა.
    “მიუხედავად იმისა, რომ “პსჟ” მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მის გასახდელში ცუდი ატმოსფეროა. გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეინიშნება”. – ვკითხულობთ L’Equipe-ს სტატიაში.
    აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის მიმართ უკმაყოფილება მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოხატა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრაზილიელი კლუბში აშკარად პრივილეგირებული ფეხბურთელია.
    მათი თქმით, ბრაზილიელთან ვარჯიშებზე შეხება აკრძალულია, ასევე, იგი გასვლითი მატჩებისას გუნდისგან განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით მგზავრობს.

  • Magician
    schedule 09 ნოე 2017, 19:40

    სწორი მიდგომაა კლუბის მხრიდან.