მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ, შესაძლოა, მომდევნო სამ შეხვედრაში დაისვენოს

მესიმ, შესაძლოა, მომდევნო სამ შეხვედრაში დაისვენოს

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” რიგებში გამორჩეული ფეხბურთელი უდავოდ ლიონელ მესია, რომელიც გუნდის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას და ესპანეთის სუპერ თასის მატჩებიდან მოყოლებული, ერთი წუთითაც არ დაუსვენია.

ახლა კი, სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას, მესი რუსეთშია და არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავს. ის სამპაოლის გაწვრთნილ გუნდშიც შეუცვლელი ფიგურაა და რა თქმა უნდა, ამდენი თამაშის შემდეგ ცოტა ხნით ფეხბურთიდან დასვენება მისი ჯანმრთელობისთვის ცუდი არ იქნება. თანაც, მესი უკვე არც თუ ისე პატარა ასაკისაა და შეუსვენებლად თამაშმა, შესაძლოა, ის ზედმეტად გადაღალოს.

შესაბამისად, როგორც Diario Gol აცხადებს, ერნესტო ვალვერდეს გარკვეული დროით მისი დასვენება მოუწიოს. უახლოესი შეხვედრები “ბარსელონას” “ლეგანესთან”, “მურსიასთან” და “სევილიასთან” აქვს, რომელთა გამოტოვებაც მესისთვის კატასტროფა ნამდვილად არ იქნება, შემდეგი მატჩი კი უკვე “ელ კლასიკოა”, რომლის დროსაც გუნდის ლიდერის დასვენება მიზანშეწონილი არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Guro messi
    schedule 08 ნოე 2017, 17:35

    და ვის აყენებს მის ნაცვლად დეულოფეუს?მარცხენა ვინგერად კიდე დენისი რომელიც ნახევარ მცველია?გუნდს ვინგერი ჭირდება.მარსიალი ან ვერნერი აუცილებლად უნდა დაითრიოს გუნდმა.ლეგანესთან და მურსიასთან დაისვენოს მაგრამ ვალენსიასთან და იუვესთან უეჭველი უნდა ითამაშოს ლეომ

  • Bakero
    schedule 08 ნოე 2017, 03:27

    იუვენტუსთან დაასვენოს ჯობია მანდ მეტია ტრავმის შანსი ლეგანესთან და ვალენსიასთან გვჭირდება

  • Don_Andresito
    schedule 07 ნოე 2017, 23:20

    ლეგანესთან დასვენება სახიფათოა, ვინ გვყავს რო,ერთი ნეიმარი იყო და ისიც გაყიდეს. სუარესი კიდე -1 კაცია. ეგეთ დაცვასთან ლეოს გარეშე ვერ მოვიგებთ არადა თითქოს მოსაგები თამაშია. მურსიასთან იასნა რო არ ითამაშებს. და მესამე სევილია კი არა ვალენსიაა. სადაც ვალენსიის ფორმის გათვალისწინებით ომი გველოდება სერიოზული. და მესიმ დაისვენოს? გაიხუმრა ალბათ ავტორმა. მაგას ჯობია სანაკრებო დონეზე დაისვენოს და რუსეთთან ძალიან ეკონომ რეჟიმში ითამაშოს თორე თუ ტრავმა მიიღო სამპეოლის დედის გლანდებს დავკიდებ პუტინს კისერზე. სანამ ვიგებთ მივაყოლოთ მოგებები, დავიხიოთ რეალი ერთი 12 ქულით და მერე დაისვენოს რომელიმე საშინაო თამაშში.

    ციტატა: shaxin
    მურსიასთან აუცილებლად უნდა დაისვენოს მარა იუვენტუსთან და ვალენსიასთან არა ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე


    იუვესთან დაჟე წაგებაც არ იქნება კატასტროფა. ჩემი აზრით ლეოს დასვენება არ იქნება იუვესთან ცუდი. ნაჯახი გუნდია და არ დაამტვრიონ. ჰაა ჰაა 1-0 2-0 მოგვიგონ. არაფერი დაშავდება. ბოლო ტურში სპორტინგს სახლში მოვიგებთ და მაინც პირველზე გავდივართ. ასე რომ მურსია და იუვე არაა განსაკუთრებული თამაშები. ამ ეტაპზე ლეგანესი ვალენსია უფრო საჭირო თამაშებია თორე ისე წამოგვეპარება რეალი თუ შევიდა ფორმაშI რო ვერც გავიგებთ. 8 ქულიანი უპირატესობის განიავება კიდე ტეხავს

  • romchika2001
    schedule 07 ნოე 2017, 22:29

    "ლეგანესთან" და "მურსიასთან" უნდა დაისვენოს. შეტევის ხაზში იმედია, გომეშს ადაააყენებს. სუარესი,დელუფეუ და დენის დააყენებს ჩემის აზრით wink

  • shaxin
    schedule 07 ნოე 2017, 21:52

    მურსიასთან აუცილებლად უნდა დაისვენოს მარა იუვენტუსთან და ვალენსიასთან არა ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე

  • gurgenidze
    schedule 07 ნოე 2017, 21:10

    ამხანაგური თამაშებია და დაისვენოს მერე