workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დი მარია: ”მესის პასი? ეს შესანიშნავი იყო”

დი მარია: ”მესის პასი? ეს შესანიშნავი იყო”

არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” ნახევარ-მცველი, ანხელ დი მარია ძალიან გახარებული იყო ამხანაგურ მატჩში პორტუგალიელთა დამარცხებით.

არგენტიელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით 2:1. პირველი გოლი მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელის ანგარიშზეა. დი მარიამ ხოტბა შეასხა თავის ნაკრების თანაგუნდელს, კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელს, ლიონელ მესის.

”მესიმ მე შესანიშნავი პასი მომცა, რის შედეგადაც გოლი გავიტანე. ძალიან კარგია, რომ ლეომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშა. ამის შედეგად ჩვენ ბევრი თავისუფალი ზონა შეგვექმნა. მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, ვგონებ, შევძელით მწვრთნელის დავალების შესრულება”– განაცხადა არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში