ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ფარმაცევტული კომპანია Grifols “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის მიზანიც “კამპ ნოუსთვის” სახელის შეცვლა იყო. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კატალონიელთა საშინაო არენა სპონსორის სახელს მიიღებდა, სანაცვლოდ კი Grifols კლუბს 30 წლის მანძილზე ყოველ სეზონში 15 მილიონ ევროს გადაუხდიდა, რაც ჯამში 400 მილიონზე მეტია.
თუმცა, დღეს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი მოლაპარაკება არ შემდგარა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნებოდა ფეხბურთის ისტორიაში. სტადიონის სახელის გადარქმევისთვის გადახდილი თანხის რეკორდი კი MetLife-ს ეკუთვნის: მათ ნიუ ჯერსიში მდებარე მოედნის სახელი 200 მილიონად იყიდეს.

კამპ ნოუ ყოველთვის კამპ ნოუ იქნება
ხო დაარქვით Grifols Arena და ტრიბუნაზე დააწერეთ Mes Que Un Medicina…
პაშოოლ რა, რა 30 წლიანი გეგმა ხო არ აღაჟღაჟებთ ამათ :დ
getanxmebi rato unda sheucvalon saxeli stadions pulis gamo tan 400 milionsac ar adzleven