კატალონიის “ბარსელონას” წარმომადგენლებმა პოტენციურ სპონსორთან მოლაპარაკებები დაიწყეს, რომელიც “კამპ ნოუს” სახელის ყიდვითაა დაინტერესებული.
როგორც კატალონიური TV3 იტყობინება, “ბარსელონა” მოლაპარაკებებს ფარმაცევტულ კომპანია Grifols-თან მართავს, კონტრაქტი 30 წლით იქნება გათვლილი.
ზუსტი თანხა, რომელსაც ამ შეთანხმების შემთხვევაში კატალონიური კლუბი მიიღებს, ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, ეს მინიმუმ 400 მილიონი ევრო იქნება, რაც მსოფლიო სპორტის ისტორიაში სარეკორდო იქნება.
Grifols მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფარმაცევფული კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც სწორედ კატალონიის დედაქალაქში მდებარეობს.

400 მილიონი კი კარგია მაგრამ კამპ ნოუ ბარსას ისტორიის მთავარი ნაწილია და არ მიმაჩნია მისთვის სახწლის შეცვლა სწორ გადაწყვეტილებად
როდისაა ეს კლუბის პრეზიდენტის არცევნები იცით? გასაშვებია გუნდიდად ბართომეუ და ფერნანდესიც უნდა მიაყოლო თორემ ეგენი იზამენ ამას.
400 მილიონი მომცა
ფულზე გაცილებით ღირებული არარის ისტორია?! კამპ ნოუს სახელის შეცვლა იქნება?!:))) მე არ მომწონს ეს იდეა. ნაკლები წაიღონ ჯიბეში და დარჩება ტრანსფერებისთვის საკმარისი თანხა. ანრა დარწმუნებულები ხართ ამფულსაც თვითონ როარ მოიხმარენ:)
შენს აზრზე ვარ ძმა. თუ ძალიან იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, არ გვაწყობს. ისე არაა ცუდი 400 მილიონი ევრო :დდ
Ebijo shevucvalot da davitriot sami 4 kai fexburtelebi tan gavushvebt fexburtelebsac ardas da sxvebs
მერე ახალი სახელი რა ექნება ,,კამპ ნოუ"-ს?
მე მგონი არ უნდა შეცვალონ. კამპ ნოუ ეს კლუბის ისტორიაა
ფულის ხროვებს არ უნდა დავემსგავსოთ
მერე გრიფოლს არენა გვექნება?
30 წელზე ტუ განაწლიდა ეგ თანხა რაჩემი ფეხებია ეგ 😀