“ჩვენ შევძელით და დავამხეთ დი სტეფანოს დროინდელი “რეალის” რეკორდი. ეს ფანტასტიურია, ნახევარი საუკუნე გავიდა და ასეთი რამ ვერავინ შეძლო, ჩვენ კი შევძელით, მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ისინი ყოველ თამაშში თავს დებენ მოედანზე. ჩვენ კარგად ვმუშაობთ და სწორ გზაზე ვართ, ასეთივე რიტმში გავაგრძელებთ”.
“ლეო მესი, არ ვიცი ამ ფეხბურთელზე რა ვთქვა. მის თამაშს რომ ვუყურებ მგონია, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან ადვილია, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ ლეო არის ასეთი და ლეო “აადვილებს” ბურთთან კონტაქტს. იგი მხოლოდ და მხოლოდ 23 წლისაა და უკვე რამდენი რამის გაკეთება მოასწრო, დრო მოვა და მას 21– ე საუკუნის დისტეფანოდაც აღიარებენ”.
“მე არ ვთვლი , რომ ფანტასტიურად ვითამაშეთ. გუნდმა ნორმალურად ითამშა და მიაღწია თავის შედეგს. ფორლანის გამოსვლის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა და დაცვაში უფრო მობილიზებულნი ვიყავით, ურუგვაელი ძალიან ბევრ ხიფათს გვიქმნიდა, დაცვამ კარგად იმოქმედა, რის გამოც ჩვენ ბურთი არ გაგვივიდა, ამაში ვალდესსაც მიუძღვის წვლილი. “კარის მშრალად” შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია”.
აქვე გთავაზობთ სანდრო როსელის კომენტარს მატჩის შემდეგ: “ფანტასტიკური სამუშაო გაწია გუნდმა და დაამრცხა დამაჯერებლად არცთუ ისე იოლი მეტოქე. ჩვენ გვყავს გუნდში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, სახელად ლეო მესი, რომელსაც ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო თანაგუნდელები, ჩვენ ერთად საუკეთესო გუნდს ვქმნით”.
“კოპას” ფინალი “მესტალიაზე” გაიმართება, ნეიტრალურ სტადიონზე, ეს ორივე მხარესთვის დამაკამაყოფილებელია. 20 აპრილი ჯერ შორს არის, ჩვენ უახლოეს მატჩებზე გვმართებს ფიქრი და მობილიზაცია”.

