წარმოგიდგენთ “ბარსელონა” – “მალაგას” მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, აღნიშნულ გუნდთა უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.
სავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

“ბარსელონა” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 8 მატჩში 22 ქულა მოიპოვა, 24 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა. თავის მხრივ, კატალონიელთა დღევანდელი ოპონენტი ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება. “მალაგამ” სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო. სატურნირო ცხრილში, მიჩელის კოლექტივი 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
ფორმიდან ამოვარდნილ მეტოქესთან შეხვედრა “ბლაუგრანას” პოზიციის გამყარების შანსს, გუნდის ლიდერ, ლიონელ მესის კი “ოქროს ბუცის” რეიტინგში დაწინაურების საშუალებას მისცემს. არგენტინელი დღევანდელ მატჩს ამაღლებულ განწყობაზე შეხვდება, რადგან “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ მან ევროტურნირებზე საიუბილეო მე-100 გოლი გაიტანა.
მოცემულ მომენტში, ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში არგენტინელი 11 გოლით პირველ ადგილს იკავებს. “ბარსელონა” – “მალაგას” მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
![„ბარსელონა“ – „მალაგა“ [პრევიუ]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2017/10/1508580998_21766831_1503837806319440_6705332797354998158_n.jpg)



Vaaa chemi xo shesca am robertos ra ubedurabaa ra aris
bichebi barsas fani xovar rac fexvurtsvuyureb mara 4 kviriswin damesizmra ro am tamashs barsa 2-3 s waagebs :ddddddd
xoar davdo yoveli shemtxvevistvis :d
უეჭველი მოვიგებთ.ლეოსგან დღეს მინიმუმ გოლს ველი.ვაზღვევინოთ 2-0სთვის
ესე იგი ამათ დაგვაკარგინეს შარშან ჩემპიონობა ამ თესლებმა?
აი, ამათ ისე უნდა მოუგონ, რომ არასდროს დაავიწყდეთ.
დეულოფეოსა და დენისს უნდა დააწყებინოს შეხვედრა.