“ბარსელონა” ბოლო დროს ბევრ ფეხბურთელს აკვირდება. კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდეს, “რეალსა” და “ტოტენჰემს” შორის გამართული მატჩის შემდეგ, ამჯერად “ბენფიკა”-“მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრას დაესწრო. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, ფერნანდესი, სავარაუდოდ, “მანჩესტერის” თავდამსხმელის, ანტონი მარსიალს დააკვირდა, რომელმაც სულ 14 წუთი ითამაშა და ბუნებრივია, თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ამავე დროს, le10sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონამ” 21 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, უკვე იანვარში შეიძინოს.
მარსიალის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 11 მატჩი, 5 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.
მოურინიოს რაკიტიჩში მარსიალის გაცვლა უნდაო და არაფერია გამორიცხული.მე პირადად თვალდახუჭული გავაკეთებდი მაგ ტრანსფერს
Kargi bichia araa xelidan gasashvebi
Magram metiaraa chemimteri amgenma es iyidon
კარგი ბიჭი კი არის და დაგვხატავდა :)) მაგრამ არ მჯერა რო ესენი ამ ზამთარში ვინმეს მოიყვანენ . მსგავსი უნიათო ხელმძღვანელობა არ მინახავს არასდროს
es tu simartlea zalian kargi siaxlea yvelaze metad marsialis stilis fegburteli gvchirdeba