ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის პერიოდში “ბარსელონას” შემადგენლობაში გამორჩეული ფეხბურთელი, უდავოდ, ლიონელ მესია. თუმცა, კიდევ რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა შეგვიძლია. მაგალითად, ავტოგოლის, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში (3-1) უკვე მეხუთედ დაეხმარა “ბარსელონას”.
მისი მსხვერპლი ამჯერად ბერძენი დიმიტრის ნიკოლაუ გახდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
ავტოგოლის წყალობით (სებასტიან კოატესი) მოიგო “ბარსელონამ” წინა ტურის შეხვედრა ლისაბონის “სპორტინგთან”, ლა ლიგაში კი ასეთი გოლები “ბეტისთან” (ალინ ტოშკა) და “ოსასუნასთან” (ადაი ბენიტესი, გორკა ირაისოსი) გავიდა.

მაგრად ვიცინე საღოლ
თან ისეთი რამეა ვერც ვერავის დააბრალებ:)) ნუ ალბათ უფრო იმის შედეგია, რომ მესის რო ხედავენ იბნევიან ვითომ?:)))) მე დავიბნეოდი:)
რა არის ისე ამდენი ავტო გოლი
ერთი 20 მე ადით წლის ბოლოდე

კონტრაქტს როდის ვაფორმებთ ?
უვადო კონტრაქტი გვაქვს :დდ
FIFA THE BEST IS OWN GOAL
კონტრაქტს როდის ვაფორმებთ ?