2004 წლის 16 ოქტომბერს, ანუ ზუსტად 13 წლის წინ, მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში პირველად ითამაშა.
17 წლის არგენტინელი ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში დეკუს ნაცვლად შემოვიდა “ესპანიოლის” წინააღმდეგ, 82-ე წუთზე.
მას შემდეგ, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 390 მატჩში ითამაშა, გაიტანა 360 გოლი, გააკეთა 139 ასისტი და მოიგო 8 ლა ლიგის ტიტული.
