ეკვადორთან სტუმრად 3-1 მოგების შედეგად არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. ამ ფაქტს ნეიმარი გამოეხმაურა და თავის ყოფილ თანაგუნდელს, ლიონელ მესის წარმატება მიულოცა.
“მისი შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მიხარია, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს არ გამოტოვებს.” – აცხადებს ბრაზილიელი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილიის ნაკრებს ნეიმართან ერთად უკვე დიდი ხანია მოპოვებული აქვს მსოფლიო თასის საგზური. ეს ჯერ კიდევ მარტში მოხდა და ბრაზილიელები პირველები იყვნენ, ვინც მასპინძელი რუსეთის შემდეგ მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

უუუ შე ფულის ჭიაააა!
მარტო სახელია დარჩენილი რომ ინდივიდუალური ჯილდოა
ნუ მესსი ხო ხო ძაან შემეცოდებოდა რომ ვერ გასულიყო… მარა მესსის გარეშე მსოფლიო ის მსოფლიო არიქნებოდა რაცცც უნდა ყოფილიყო