მას შემდეგ, რაც რაულ სანლეჰიმ და ალბერტ სოლერმა “ბარსელონას” შტაბი დატოვეს, კლუბში თავისუფალ თანამდებობაზე გილერმო ამორი დაინიშნა, რომელიც ინსტიტუციურ და სპორტულ საკითხებს უხელმძღვანელებს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ტექნიკური მდივანი რობერტ ფერნანდესი წინასამატჩო პრესკონფერენციებზე აღარ გამოვა და მარკეტინგის სფეროში გადაინაცვლებს. მის ძირითად მოვალეობებში ახალი ფეხბურთელების ძებნაც შევა.
შეგახსენებთ, რომ გილერმო ამორი “ბარსელონას” აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი სწორედ კატალონიაში აქვს გატარებული. ძირითად გუნდში ის 1988-98 წლებში გამოდიოდა და “ლურჯ-წითელთა” მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.



აუფ ფერნანდესი თუ ჩაიბარებს ახალი ფეხბურთელების ძებნას დაგვადგა საშველი და ეგაა:(
წარმატებებიი!
კარგიაა