მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბერტ სოლერმა თანამდებობა დატოვა

ალბერტ სოლერმა თანამდებობა დატოვა

“ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ სოლერი კლუბის სპორტული პროექტების რეალიზაციაზე პასუხს აღარ აგებს, იტყობინება MD.

თანამდებობის დატოვების მიზეზად სოლერმა დაღლილობა და მძიმე დატვირთვა დაასახელა. ხოსეპ მარია ბართომეუ მის არჩევანს არ დაპირისპირებია.

სოლერის თქმით, სატრანსფერო ფანჯარაზე გაწეულმა სამუშაომ ის გამოფიტა. ზაფხულში “ბარსელონა” განხილვას ხშირად ექვემდებარებოდა – გუნდმა გაუშვა ნეიმარი და შეიძინა 4 ახალი მოთამაშე.

სოლერი “ბარსელონაში” მხოლოდ საფეხბურთო პროექტების რეალიზაციას არ უზრუნველყოფდა. მის განკარგულებაში შედიოდა სპორტის სხვა სახეობებიც, მაგალითად: კალათბურთი, ჰოკეი, მინი ფეხბურთი და კიდევ სხვა უამრავი პროექტი.

ახლა საფეხბურთო პროექტების საკუთარ თავზე აღება პეპ სეგურას მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 10 ოქტ 2017, 22:05

    ბართომეუ და ფერნანდესიც მიყვნენ უკან

  • davidus2020
    schedule 10 ოქტ 2017, 16:45

    ისე რარაცა ხდება ხუნტაში , ერთკვირაში 2 დირექტორი წავიდა.

  • Johan_Cruyff
    schedule 10 ოქტ 2017, 14:26

    დაიხარჯა ენერგიაში თორე მოიყვანა რა საჭირო ხალხი