workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე ლას პალმასთან მატჩის ჩატარების წინააღმდეგი იყო

ჟერარ პიკე ლას პალმასთან მატჩის ჩატარების წინააღმდეგი იყო

“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ჟერარ პიკეს, დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში “ლას პალმასთან” თამაში არ უნდოდა. ამ ინფორმაციას RAC1-ზე დაყრდნობით მადრიდული Marca ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გასახდელში ფეხბურთელები ვერ თანხმდებოდნენ, მიეღოთ თუ არა მონაწილეობა მატჩში. ფეხბურთელთა უმრავლესობა ამ შეხვედრის ჩატარების მომხრე იყო. შედეგად, მოთამაშეებმა მოედანზე გასვლა გადაწყვიტეს.

მატჩი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, კატალონიურმა გრანდმა 3:0 მოიგო. კლუბს, კატალონიაში არეულობის გამო, ამ თამაშის გადადება უნდოდა, თუმცა ლა ლიგამ ამაზე უარი თქვა.

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება. ქუჩებში დამოუკიდებლობის მხარდამჭერებსა და ესპანურ პოლიციას შორის შეტაკებები ხდება. დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Gerip3
    schedule 01 ოქტ 2017, 22:19
    #3

    ციტატა: me da barca
    ან ერთმა როგორ დაამთხვია ეს რეფერენდუმი ან მეორემ ეს თამაში. კადრებს რომ ვუყურე თბილისის 7 ნოემბერი გამახსენდა.—– ამ პიკემაც რა შეიკიკინა, ფეხბურთელია თუ პოლიტიკოსი, სხვებიც არიან გუნდში კატალონიელები, მაგრამ ჩუმად არიან.


    აუმეც ეგ ვთქვი:) მეთქი 7ნოემბერი მოუწყო ესპანეთმათქო

  • Guro messi
    schedule 01 ოქტ 2017, 22:19
    #2

    მთავარია ვითამაშეთ და მოვიგეთ

  • mettal
    schedule 01 ოქტ 2017, 22:03
    #1

    ლივერპული ნახეთ რა დღეშია,ესენი ალბათ ევროპაზეც ვერ გავლენ ასეთი თამაშით.მაგათ უფროსობას ეგონა კოუტინიოს შევინარჩუნებ და ყველაფერი ჩვენიაო.უკანა ხაზი რო ასეთ მდგომარეობაში და 150 მილონზე უარს ამბობ რა ვიცი.იმედია კიდევ ბევრს გამაზავენ