“ლივერპულის” ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა ფილიპე კოუტინიოს მერსისაიდში დარჩენის შანსები შეაფასა.
“როგორ შეიძლება კოუტინიოს შენარჩუნება? ლოცვით. ფილიპე სამხრეთამერიკელია და ის “ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობს. გადამწყვეტი მნიშვნელობა კატალონიური გრანდის ქმედებას ექნება – კვლავ იმუშავებს თუ არა “ბლაუგრანა” ჩავარდნილი მოლაპარაკების შემდეგ “ლივერპულის” ათიანის ტრანსფერზე.
“ლივერპულს” სურს ბრაზილიელი დიდი ხნით შეინარჩუნოს. კლუბს კოუტინიო უყვარს. ის მოედანზე გენიალურ მომენტებს ქმნის. ფილიპე მსოფლიო დონის ფეხბურთელია და “ბარსელონა” მის სანაცვლოდ უზარმაზარ თანხას სწორედ ამიტომ იხდის.
“ლივერპულმა” კოუტინიო იმდენად დიდი ხნით უნდა შეინარჩუნოს, რამდენითაც შეძლებს.”-ამბობს ჯერარდი.

ლივერპულს გაუჭირდება ოთხეულში მოხვედრა წელს, ,
ზამთარში არ მინდა ამის ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს და ზაფხულში ძაან გამეხარდება
რა ჩავარდნილ მოლაპარაკებაზე საუბრობ, როცა მერსესაიდელებმა ასტრონომიულად დიდი თანხა მოითხოვეს.
არც ჭირდება გაიკეთეთ უკან წითლებო