ლა ლიგის Facebook-ის ოფიციალური გვერდი საინტერესო ფაქტს იხსენებს – ზუსტად 11 წლის წინ, ჯერ კიდევ “სარაგოსას” რიგებში მოასპარეზე ჟერარ პიკემ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
ესპანელი მცველის პირველი მსხვერპლი “ვილიარეალი” გახდა. მატჩი “სარაგოსას” მარცხით (2:3) დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ “სარაგოსას” შემადგენლობაში ჟერარ პიკეს “ბარსელონას” წინააღმდეგაც აქვს გოლი გატანილი – VIDEO.
![11 წლის წინ პიკემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2017/09/1506249789_14859769505590.jpg)


