მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესიმ პაბლო მაფეოს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა

ლიონელ მესიმ პაბლო მაფეოს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა

ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ჟირონას” დამაჯერებლად მოუგო, მაგრამ ეს თამაში გუნდის ლიდერის, ლიონელ მესისთვის გამორჩეული არ ყოფილა.

მესის მეთვალყურეობას მთელი თამაშის განმავლობაში “ჟირონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, პაბლო მაფეო უწევდა, რომელიც “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაა და როგორც ჩანს, არგენტინელს მისი თამაში მოეწონა, რადგან მატჩის შემდეგ გამოელაპარაკა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

“მესი ჩემთან მოვიდა და შემეკითხა თუ რამდენი წლის ვიყავი, ასევე ვიყავი თუ არა განათხოვრებული “მანჩესტერ სიტიდან”. ეს ძალიან კარგი იყო.

მე 90 წუთის განმავლობაში პირადად მის წინააღმდეგ მიწევდა თამაში და ბურთისკენ გახედვაც არ შემეძლო. ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია.

მიუხედავად ამისა, თამაშის შემდეგ მაფეომ მაისური არა მესის, არამედ ტერ შტეგენს გაუცვალა. ჟურნალისტებმა მას ამის შესახებაც დაუსვეს კითხვა.

“მეგობარმა მთხოვა, მისთვის ტერ შტეგენის მაისური წამეღო. მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მთავარი მეგობრობაა,” – განაცხადა ახალგაზრდა კატალონიელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 24 სექ 2017, 14:28

    მესიმ არ მოინდომა თორე აძოვევდა მთელ სტადიონზე

  • გოგიტა
    schedule 24 სექ 2017, 13:04

    ტერის მაიკაზე არანაირად არ ვიტყოდი უარს მითუმეტეს მევასება მეკარეობაც და ტერიც