საიტი Football Leaks, Der Spiegel-ზე დაყრდნობით, “ბარსელონასა” და კოუტინიოს კონტრაქტის დეტალებს ავრცელებს, რომელიც მხარეებმა “ლივერპულისგან” ფარულად შეათანხმეს.
კატალონიელსა და ბრაზილიელს შორის არსებული 20-გვერდიანი შეთანხმების მიხედვით, “ბლაუგრანას” კოუტინიოს 5 წლის განმავლობაში 115 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” კოუტინიოს შეძენას 100 მილიონ ევროზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ მოახერხებდა, კოუტინიოს აგენტი 10 მილიონს მიიღებდა.
