“ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული კლუბი უსმან დემბელეს სერიოზული ტრავმის გამო გარკვეულ თანხას დაკარგავს.
“ასეთი პუნქტი არ არსებობს.”-თქვა ვაცკემ.
კატალონიელებმა დემბელეს სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადეს და მათ სამომავლოდ კიდევ 42-ის გადახდა მართებთ.
აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადებიუტო სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით 50 მატჩის ჩატარების შემთხვევაში კატალონიელებს “დორტმუნდისთვის” 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ.
