წარმოგიდგენთ “ბარსელონა” – “ხეტაფეს” მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, ამ გუნდების უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.
სავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

9 ქულითა და ბურთების საუკეთესო შეფარდებით “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერია. “ხეტაფესთან” გამარჯვების შემთხვევაში კატალონიური კლუბი “ატლეტიკოსა” და “რეალს” 7 ქულით გაუსწრებს, ეს კი უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ დიდი უპირატესობა იქნება. ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარების მორიგი შანსი შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლეო მესისაც მიეცემა, რომელიც 5 გოლით პირველ ადგილს იკავებს.
რაც შეეხება “ხეტაფეს”, ხოსე ბორდალასის შეგირდები მოგების შემთხვევაში ევროტურნირების ზონას მიუახლოვდებიან. ამჟამად ისინი 4 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ხვალ “რეალი” მე-2 ადგილზე მყოფ “სოსიედადს” რონალდუს, მარსელოს, კროოსისა და ბენზემას გარეშე სტუმრად დაუპირისპირდება.




აუცილებლად მოსაგები გვაქვს
დემბელე მარცხნივ რო გვეცადა
ნეტა ხვალ იკისროს სოსიედადმა რა გაასწორებდა
2014 წელს ამათმა გაგვიშრეს სისხლი გასვლაზეც და სახლშIც 😀