ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ “იუვენტუსს” “ბარსელონასთან” 0:3 დამარცხება არ დაუმსახურებია.
“ალეგრისთან ერთად, გამართული შეხვედრა ტაქტიკურად გავაანალიზე და საბოლოო შედეგმა გამაკვირვა. ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ჩვენ მიერ ნაჩვენებ თამაშს არ შეესაბამება, რადგან პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით.
კომპაქტურად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. ანგარიშის გასათანაბრებლად შევუტიეთ და ამან დაცვის ფლანგზე ჩავარდნა გამოიწვია. “ბარსელონას” წინააღმდეგ ეს დაუშვებელია.”-ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.



