ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში “ბარსელონამ” თავის ქომაგებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ტურინელი კოლეგები დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს და წინა სეზონში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღეს.
მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდები ანგარიშის გახსნას ცდილობდნენ. სერიოზული საკადრო პრობლემის მქონე “იუვენტუსმა” საწყის 45 წუთში უფრო მეტი დარტყმა განახორციელა (9), ვიდრე “ბარსელონამ”. (6). სამაგიეროდ, კატალონიელებმა ოპონენტს ბურთის ფლობაში აჯობეს – 65%-35%.
ტაიმის მიწურულს კოლექტივებმა ტემპი დააგდეს და მოსალოდნელი იყო, რომ პირველი ნახევარი უგოლოდ ჩაივლიდა. ამ დროს, სწორუპოვარმა ლიონელ მესიმ უეცრად გაიელვა და სერიოზულ განხილვის თემას ბოლო მოუღო – არგენტინელმა ლეგენდამ ბუფონის კარში გაიტანა.

პირველი ტაიმის სტატისტიკა
“ბარსელონამ” მეტოქე გასახდელში გოლით გააცილა და ამით სერიოზული მუხტი მიიღო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნახევარში კატალონიელები დომინირებდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა – 56-ე წუთზე სხვაობა ივან რაკიტიჩმა გაზარდა (2:0), 13 წუთის შემდეგ კი მესიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 3:0.

საბოლოო სტატისტიკა
პარალელურად, “ოლიმპიაკოსმა” “სპორტინგს” უმასპინძლა და მარცხი განიცხადა. ბერძნებს პორტუგალიელებმა მინიმალური ანგარიშით, 3:2 სძლიეს. “ბარსელონა” ამჟამად D ჯგუფის ლიდერია. მეორე ტურის მატჩს კატალონიელები ლისაბონური კლუბის წინააღმდეგ, ხოსე ალვალადეს სახელობის სტადიონზე გამართავენ, მანამდე კი “ხეტაფესა” და “ეიბარს” დაუპირისპირდებიან.
[media=https://www.youtube.com/watch?v=E3kctbteXrM]
“რეალთან” მიღებული ცივი შხაპის შემდეგ, “ბარსელონა” წარმატებულ სვლას განაგრძობს. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მას შემდეგ გამართული ოთხივე შეხვედრა მოიგეს, 12 გოლი გაიტანეს და მეტოქეს არცერთ მატჩში არ გაატანინეს.

აი ტოტენჰემს და ბორუსიას ისეთი შემადგენლობები ყავთ რეალს ძალიან უნდა გაუჭირდეს მემგონი, ეს ორი გუნდი ფორმაში თუ შევიდა ჯგუფში სენსაციას უნდა ველოდოთ, ტოტენჰემის დაცვა ძაან მომწონს შეტევასაც არ დაეწუნება რამე იგივე ბორუსიაც, საინტერესო სეზონი იქნება.
ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და თუ ამ ფორმას შევინარჩუნებტ შესანიშნავი იქნება
მეფეეეეეეე
ახლა რაცარის საჭირო ჩქარი ტემპით უკან სვლაა კონტრშეტევებზე მობილიზება არ უნდა გაგვეპარონ და ვსიო
ისე ბარსას პირველი გოლში პირველი მონაწილეობა მიიღეს მესიმ სუარესმა და დემბელემ
კი არის ასეთი რუბინის მეკარე რიჟიკოვი, 4 თამაში უგოლოდ. ყველა რუსი კომენტატორი ნტვ ფეხბურთზე გუშინ ამას იძახდა.
leoo magarixar!!!!
კარგია ესე მოგებაში გააგრძელეთ ყველასთან <3
ყველა მესიზე საუბრობთ და გასაგებია რატომაც ძაან მაგარი იყო მაგრამ ტერ შტეგენი რომ ძაან მაგრად თამაშობს და აგერ ზედიზედ ოთხი მატჩია გოლს არ უშვებს ამაზე რატო არაფერს იძახით
ტურინელებო მესისი ჩეიდევით მესისი…
შექსპირმა დაწერა ეს სტატია?

ვივა ბარსა!-მესი დაგლოცოს უფალმა!
სწორუპოვარი ))) კაი იყო ადმინ ჩაგეთვალა
დარჩა მეკარე ვის წინააღმდეგაც უთამაშია და გოლი არ გაუტანია მისთვის?
შტეგენი რომ გოლს არ უშვებს ტემაა :DD
მეფე ხარ ლეო !!! სოოორიიიი ბათ დიიზ იზ თრუუუუუ:))