ფრანგული “ნიცას” ნახევარმცველი ჟან-მიკაელ სერი “ბარსელონაში” მის ჩაშლილ ტრანსფერზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს უკვე ჩავლილი ეტაპია.
28 წლის კოტ დ’ივუარელ ნახევარმცველს “ბარსელონასთან” კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა და ის ესპანეთში გასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ტრანსფერი ჩაიშალა. ფეხბურთელი, ამის გამო, დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან რთული პერიოდი უკან მოიტოვა.
“ეს გვერდი 31 აგვისტოს გადავშალე. როდესაც სხვაგან გადასვლა არ გამოდის, გუნდში უნდა დარჩე და მისთვის ყველაფერი გააკეთო.
ჩაშლილი ტრანსფერის გამო შოკში არ ჩავვარდნილვარ. იოლი გადასატანი არ იყო, მაგრამ ისეთი მოგებები, როგორიც “მონაკოსთნ” 4:0 იყო, ძლიერი ხასიათის წყალობით მოიპოვება. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი უკან მოვიტოვოთ.” – ციტირებს სერის სიტყვებს Goal.



Moeyvanat es beravis ro ver yidulobdnen eyidat es
იქნებ ზამთარში მოაცინცილონ )))))
ამას ბარსას დეენემი ჰქონდა და უნდა მოეყვანათ
არადა რა კაი კაცია რომ იცოდეთ მართლა მაესტროა თავის გუნში ბოლო ბოლო ფავრი რა დონის სპეციალისტია ცუდი რომ იყოს სკამზე იქნებოდა და +სერის ისეთი შესაძლებლობები აქვს რომ თავისუფლად შეუზლია ბარსაში თამაში
დიდად არვყოფილვარ ამის გადმოსვლის მომხრე :/
სერი 26ისაა როგორც ვიცი