workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიომ ყველაფერი დასრულდაო

მოურინიომ ყველაფერი დასრულდაო

“მალიორკასთან” მატჩის წინ 23 იანვარს, ჟოზე მოურინიოს სჯეროდა თავისი გუნდის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ინგლისურად შეკითხვა გაჟღერდა, ჰქონდა თუ არა “რეალს” ჩემპიონობის შანსი. ჟოზემ უპასუხა: “სანამ “ბარსელონასა” და ჩვენს შორის სხვაობა 4–5 ქულა იქნება ინტრიგა კვლავ იარსებებს. თუკი ეს სხვაობა გაიზრდება მაშინ ყველაფერი დასრულებულია.”

იმ დროს “ბარსა” “რეალს” 4 ქულით უსწრებდა. “ბლანკოსმა” “მალიორკა” 1:0 დაამარცხა, ხოლო “ბლაუგრანამ “რასინგი” 3:0. 7 დღის შემდეგ კატალონიელებმა “ერკულესს” მოუგეს, მადრიდელები კი “ოსასუნამ” 0 ქულით გამოამგზავრა. ახლა განსხვავება 7 ქულაა. ასე და ამგვარად ჟოზეს სიტყვებს თუ დავუჯერებთ პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეულია.

“ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ ჟოზე სხვანანირად აჭიკჭიკდა: “ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და მჯერა, რომ “რეალი” ამას შეძლებს.”

…თუმცა გასაკვირი არაფერია, ის ხომ მოურინიოა, თანაც პორტუგალიელი…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში