მადრიდის “რეალის” აღზრდილმა ესტებან გრანერომ, რომელიც ახლა “ესპანიოლში” ასპარეზობს, გაიხსენა ისტორია ლიონელ მესისა და ჟერარ პიკეს მონაწილეობით.
“იმ დროს, როცა “რეალი” “ბარსაზე” მაღლა იდგა, პიკეს სასტუმროში შევხვდი და მან მითხრა: “წელს ჩვენ დაგამარცხებთ, რადგან გვყავს ახალი ფეხბურთელი, რომელიც მალე მწვერვალებს დაიპყრობს”.
ჟერარს ამ მოთამაშის ვინაობა ვკითხე და მან ბასეინისკენ მიმითითა. დავინახე თავის სამყაროში ჩაკეტილი პატარა ბიჭი. პიკე ხშირად ხუმრობდა და ჩავთვალე რომ ეს მისი მორიგი ოინი იყო.
მაშინ მესი პირველად დავინახე და მალევე არგენტინელმა მიწასთან გაგვასწორა. მათ ჩვენ დაგვამარცხეს.”-ციტირებს 30 წლის ფეხბურთელის სიტყვებს El Pais.

თქვენ დღეს ნახეთ მიწასთან გასწორება.
ესპანიოლის სურათი ვერ მოიძებნა?
Kide gagasworebt jer sad xar
Messi the best