ესპანურ პრესასთან ერთად, “ბარსელონადან” რაფინიას სავარაუდო წასვლის თაობაზე ინფორმაციას Sky Sports-იც ავრცელებს, რომელიც მედია საშუალებებს შორის დიდი გავლენითა და ნდობით სარგებლობს.
ალკანტარამ კატალონიური კლუბი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. 24 წლის ნახევარმცველით “არსენალი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულნი.
რაფინიას ხელშეკრულება “ბლაუგრანასთან” 2020 წელს იწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 75 მილიონი ევროა.




ლივერპულში გაუშვან იმათ კოუ მოგვცენ და კიდე ფული დავუმატოთ
ვიყავი ვარ და ვრჩები იმ აზრზე რომ ენრიკე ვერ და არსწორად იყენებდა რაფინიას და მას ბევრად მეტი პოტენცია გააჩნია და საუკეთესო იქნება თუ გაასხვისებენ იქ სადაც მას ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ოღონდ არა სამუდამოდ არამედ ერთი წლით და იქ გამოჩნდება. ბარსაში კი ის დროს კარგავს ტყუილად თავისი კარიერის ამ ეტაპზე.