იოაჰიმ ლიოვის გერმანიამ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართულ მატჩში, ნორვეგიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 6:0 გაანადგურა.
მსოფლიოს ჩემპიონთა ტრიუმფის ერთ-ერთი მონაწილე “ბარსელონას” მეკარე, ტერ შტეგენი გახდა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. მეტოქის კარის აღება მესუთ იოზილმა, იულიან დრაქსლერმა, ტიმო ვერნერმა (დუბლი), ლეონ გორეცკამ და მარიო გომესმა შეძლეს.
გერმანიამ ტურნირის ამ ეტაპზე ჩატარებული რვავე მატჩი მოიგო და ლიოვის კოლექტივი 24 ქულით C ჯგუფის ლიდერია.
![გერმანიამ ნორვეგია მიწასთან გაასწორა [VIDEO]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2017/09/1504558697_matsssmatsss.jpg)
აუუუ მაგარი იქნება მსოფლიო მაგარი
1-2 კარგი სეივიც გააკეთა შტეგომ
კარგია შტეგო რო ათამაშეს