სამშაბათს, პირველი გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, მათ შორის ტრავმირებულებიც გაემგზავრებიან ”ალმერიას” წინააღმდეგ კოპა დელ რეის ნახევარ-ფინალური შეხვედრის საპასუხო მატჩის გასამართად .
გვარდიოლას სურს, რომ გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის ყველა წვერი დაესწროს მატჩს, ვინაიდან ”ბარსას” დიდ ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი უკლია. გადამწყვეტ საშინაო თუ ევროპულ ტურნირებზე მსგავსი რამ პირველად არ ხდება. ბოლოს ასეთი მასობრივი მსვლელობა ლიგის ბოლო შეხვედრაში, ”სევილიასთან” მატჩში მოხდა, როდესაც ”სევილიაზე” გამარჯვებისა და მადრიდის ”რეალის” დამარცხების შემთხვევაში ”ბარსა” ქვეყნის ტიტულს მოიპოვებდა. როგორც გახსოვთ, მოვლენები ზუსტად გეგმის მიხედვით განვითარდა და კატალონიელებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს ოქროს მედლები.
ვარჯიში ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე
დღეს ”ბარსამ” ”ალმერიასთან” გასამართი მატჩისთვის ბოლო ვარჯიში ჩაატარა ”სიუტატ ესპორტივაზე”. ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მასში პირველი გუნდის ჩვიდმეტმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. პუიოლი, ხეფრენი და ინიესტა სპეციალურ მკურნალობას ცალკე გადიან. ანდრეს ინიესტამ ტრავმა ”ერკულესთან” მატჩში მიიღო. მიუხედავად ამისა, ინიესტა, პუიოლი და ხეფრენი გაემგზავრებიან გუნდთან ერთად, რათა მხარი დაუჭირონ კოლეგებს.
ნოლიტო და ტიაგო
პირველ გუნდთან ერთად დღეს ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებმა, ნოლიტომ და ტიაგომ ივარჯიშეს. ისინი გუნდთან ერთად გაემგზავრებიან ალმერიაში.
გზა ფინალისკენ
”ბარსა” ალმერიაში მატჩის დღეს გაემგზავრება. 9:30 საათზე გუნდის წევრები ”კამპ ნოუდან” ბარსელონას ”ელ პრატის” აეროპორტში წავლენ, საიდანაც ისინი სამხრეთისკენ გაემგზავრებიან. ფეხბურთელები ანდალუსიაში დაახლოებით 11:55 საათზე იქნებიან. სასტუმროში დასვენების შემდეგ, თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ისინი გეზს სტადიონისკენ აიღებენ. თამაში ესპანეთის დროით 8:00 საათზე გაიმართება (თბილისი დროით 23:00 საათზე).
სეირულ-ლო
პაკო სეირულ-ლო რამდენიმე კვირით ესპანეთის ხელბურთელთა ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ის ჩვეულ სამუშაოს დღეს დაუბრუნდა. ფეხბურთელებმა ფიზიოთერაპევტს თბილი დახვედრა მოუწყვეს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელ ხელბურთელების მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში შეტანილი წვლილის გამო.


