workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრეგორიო მანსანო: პაულინიო ბარსელონაში მაღალ დონეზე ითამაშებს

გრეგორიო მანსანო: პაულინიო ბარსელონაში მაღალ დონეზე ითამაშებს

“სევილიასა” და “ატლეტიკოს” ყოფილმა მწვრთნელმა, გრეგორიო მანსანომ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მუშაობს, “ბარსელონას” ახალწვეული, პაულინიო შეაქო.

“ჩვენ ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეზე ვსაუბრობთ და არა რიგით ფეხბურთელზე. პაულინიომ თავის გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო და ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს.

უზარმაზარი თანხა კარგი ფეხბურთელის შეძენის ერთადერთი გზა არ არის. ზოგჯერ კლუბები შედარებით ნაკლებ ფულს იხდიან, მაგრამ ახალწვეულები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

პაულინიო კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია. ის ჩინეთში მაღალ დონეზე თამაშობდა და ვფიქრობ, ამას ესპანეთშიც გააკეთებს. ბრაზილიელს აქვს ტექნიკა, შესანიშნავი დარტყმა და დაცვის გარღვევის უნარი. მისი მონაცემები “ბარსელონას” შეეფერება.” – ამბობს მანსანო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 04 სექ 2017, 18:44

    აუ კაროჩე რა

  • Gerip3
    schedule 04 სექ 2017, 18:34

    დროა კრიტიკა შევწყვიტოთ:) ბრაზილიის ნაკრებში ძალიან კარგი შედეგი აქვს პაულინიოს ამიტომ იმედი ვიქონიოთ რომ აქაც გაამართლებს:) მხარდაჭერა სჭირდება:) თორე ეგეც გომეშივით დაკომპლეასდება და უარესს დღეში აღმოვჩნდებით

  • Guardiola.4
    schedule 04 სექ 2017, 18:16

    Zdarova bijebs

    Zdarova bijebs

  • tigresa
    schedule 04 სექ 2017, 17:57

    ai xo dagvcinis yvela amis yidvaze ( nu chvenc mat shoris:)) da ratomgac mgonia simcris sicilad gadaeqcevat mocinaagmdege gundebis gulshematkivrebs. uzomod mondomebulia es bichi, minimum 3 sezoni unda gakachos cesit

  • Guro messi
    schedule 04 სექ 2017, 17:50

    პაულინიო აბა შენ იცი