
“ტორესმა “ლივერპული დატოვა” –პრაქტიკულად ყველა ფეხბურთის მოყვარული ახლა ამაზე საუბრობს. ყველა ინტერნეტ ვებ–გვერდი და ჟურნალ–გაზეთებიც ამაზე წერენ. მეც ვიჯექი და ვუყურებდი ვიდეოს, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ წვავდნენ “წითლების” გულშემატკივრები ფერნანდოს მაისურს. თუმცა ამ დროს… ამ დროს მოვკარი თვალი ვიდეოს, რომლის სათაურიც ასეთი იყო: “You will never walk alone”. ეს იყო სიმღერა, რომელიც ინგლისურ გრანდს ეძღვნებოდა. აი ზუსტად ამ დროს დამებადა ერთი იდეა: მომეძიებინა სხვადასხვა სიმღერები მსოფლიოს წამყვან გუნდებზე.(ან ჰიმნი)
რა თქმა უნდა დავიწყოთ “ბარსელონათი”. კატალონიურ კლუბზე ბევრი სიმღერაა შექმნილი სხვადასხვა ენებზე და თითქმის ყველა მართლაც სასიამოვნო მოსასმენია.
გადავიდეთ “წითელ ეშმაკებზე”. “მანჩესტერზე” სიმღერებიც ასევე სასიამოვნო მოსასმენია და ძალიან პოპულარულიც.
ახლა “ლივერპული”. ამ გუნდს მართლაც ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავთ. სამწუხაროა ამ დროისათვი “წითლებს” ასეთი ჩავარდნა რომ აქვთ. იხილეთ “ლივერპულის” ჰიმნი, რომელსაც “ენფილდი” მღერის.
ახლა “ჩელსის” დროა.
“მეთოფეებზეც” რომ არ ვიმღეროთ არ შეიძლება.
“მილანის” ჯერიც დადგა.
“რომაელ მხეცებს” ეს სიმღერა მაინც და მაინც არ შეეფერებათ.
და ბოლოს, უბრალოდ უფლება არ მქონდა ამ კლუბზე შექმნილი სიმღერა არ დამედო. ბრწყინვალე წლები, რომლის დაბრუნებაზეც თითოეული ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი ვოცნებობთ. გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ…
პ.ს. შემდეგში იხილავთ სიმღერებს, რომლებიც შექმნილი იქნა კონკრეტულ ფეხბურთელებზე.



