მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: კოუტინიოს საგა დასრულდა, ბარსელონა დანებდა

Sport: კოუტინიოს საგა დასრულდა, ბარსელონა დანებდა

“ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა დასრულდა, ფეხბურთელი “ენფილდს” არ დატოვებს, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.

3 წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, “ბარსელონა” ახალგაზრდა ბრაზილიელის ტრანსფერზე მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე განაგრძობდა, მანამ სანამ მე-4 შეთავაზებაც უშედეგოდ დასრულდებოდა.

“ლივერპულმა” პოზიცია კვლავ არ შეიცვალა და კოუტინიოს გაშვებაზე მტკიცე უარი განაცხადა. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ყველანაირი იმედი გადაეწურა და ამ ტრანსფერს საბოლოოდ დანებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (24)

  • hakan7
    schedule 02 სექ 2017, 14:19

    ლივერპულმა იურგენ კლოპის მეთაურობით ბარსელონას დიდი ომი მოუგო და ათიანი შეინარჩუნა.

    სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში დღეს, თბილისის დროით 02:00 სთ-მდე იყო ღია. გუშინ საღამოს კატალონიელებმა ბოლოჯერ სცადეს კოუტინიოს გადმობირება, მაგრამ ლივერპული მყარ პოზიციაზე დადგა და ფარხმალის დაყრა მოუწიათ.

    კატალონიელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს პსჟ-სთან სცადეს დი მარიას გადმობირებაზე მოლაპარაკება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხელი მოეცარათ.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს ოფიციალურად გახდა პრემიერლიგაში ლივერპულის განაცხადი ცნობილი, სადაც ფელიპე კოუტინიოც არის შეყვანილი.

  • Guro messi
    schedule 02 სექ 2017, 10:23

    ამის ტრანსფერს ლაპორტა გაჩარხავს ზამთარში

  • Marco asenio
    schedule 01 სექ 2017, 23:38

    smile laughing ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

  • jaba1001
    schedule 01 სექ 2017, 23:13

    ლივერპულმაც ცოდა ბარსას მეტი გზა რომ არ ქონდა კოუტინიოს იქით და მოინდომა ასტრონომიული თანხა, გაიკეთონ უკან თავისი 28 წლის კოუტინიო. 28 წლის ფეხბურთელში 160 მილიონი რა ამბავიაა? ეგრე კლუბი შეიძლება განადგურდეს საერთოდ რაა. ამერიკის ბიუჯეტი ხო არ ააქვს ბარსაას?