იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საინტერესო კომენტარი გააკეთა გუნდის ლიდერ ლორენცო ინსინეს “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
– მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ინსინიე “ბარსელონაში” უნდა გადავიდეს, რას იტყვით?
– რაიოლას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რასაც მოისურვებს. მაგრამ თუ მას ლორენცო ინსინიეს “ბარსელონაში” ტრანსფერი სურს, ჯერ მე უნდა მომკლას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს.
