“მონაკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა, შესაძლოა, კაროერა კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელოს, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
ამავე წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ლემარის ყიდვით იმიტომ დაინტერესდნენ, რომ “ლივერპულს” ტრანსფერში ხელი შეუშალონ.
“ბარსელონა” “მონაკოს” ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და 21 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
