უსმან დემბელეს “ბარსელონას” ფეხბურთელად პრეზენტაციის შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა დორტმუნდის “ბორუსიასთვის” გადასახდელი ბონუსების ოდენობა ოფიციალურად დაადასტურა.
სანამ დემბელეს ტრასფერი გაოფიციალურდებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” 105 მილიონს გადაიხდიდა, ბონუსები კი 40 მილიონი იქნებოდა. 25 აგვისტოს, “ბარსელონამ” ტრანსფერი დაადასტურა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული კლუბი 105 მილიონს მიიღებდა, შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო ბონუსებიც, ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნებოდა.
ახლახანს კი, “ბარსელონამ” ბონუსების ოდენობაც დაადასტურა – 40 მილიონი ევრო. თუმცა, ოფიციალურ დონეზე უცნობია, კონკრეტულად რა შემთხვევაში რამდენის გადახდა მოუწევს “ბარსელონას” “ბორუსიასთვის”.
