დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 და მე-6 ტურის მატჩების დროები ოფიციალურად დადასტურდა.
ლა ლიგის მე-5 ტურში “ბარსელონა” სახლში “ეიბარს” მიიღებს. მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით, 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება. მე-6 ტურში ერნესტო ვალვერდეს გუნდი “ჟირონას” ესტუმრება. თამაში 23 სექტემბერს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
