უსმან დემბელეს “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ კატალონიელებს კიდევ უფრო აქტიურად უკავშირებენ “ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს.
გამოცემა beIN SPORTS-ის ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელის “ბლაუგრანაში” ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იგი კატალონიაში გადაბარგდება.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით კი, “ბარსელონას” კოუტინიოს ტრანსფერი, ბონუსების ჩათვლით, 160 მილიონი ევრო დაუჯდება.
