მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერი: “ბარსელონაში” გადასვლის არ მეშინოდა, ამ გუნდს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ”

სერი: “ბარსელონაში” გადასვლის არ მეშინოდა, ამ გუნდს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ”

ფრანგული “ნიცას” ნახევარმცველი ჟან-მიკაელ სერი კატალონიის “ბარსელონასთან” დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

ცოტა ხნის წინ, 26 წლის ფეხბურთელი “ბარსას” ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა შეაქო და განაცხადა, რომ ამ მოთამაშეს კატალონიური კლუბის დნმ აქვს.

“როდესაც ჩავის სიტყვები წავიკითხე, ემოციები მომეძალა. მას ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრა.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება ჩემი კარიერა ბოლო დროს. აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, “ნიცასთან” ერთად კი საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ.

თავიდან, პორტუგალიასა და საფრანგეთში არ მაფასებდნენ, მაგრამ საბოლოოდ წარმატებაც მოვიდა.

უნდა ვთქვა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის საერთოდ არ მეშინოდა. ამ კლუბს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და ვიცი, რა დონის გუნდზეა საუბარი.” – ციტირებს სერის სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში