“ბარსელონას” ყოფილი სამიზნე ჟან-მიკაელ სერი კატალონიურ კლუბში მისი ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს და პასუხისმგებლობას არა “ბარსას”, არამედ “ნიცას” აკისრებს.
“ნიცამ” არსებულ შეთანხმებას პატივი არ სცა. მე კი საკუთარ თავს უკვე “ბარსელონაში” ვხედავდი.” – განაცხადა 26 წლის კოტ’დივუარელმა ფეხბურთელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნიცა” სერის შეპირებული იყო, რომ გუნდიდან 40 მილიონად გაუშვებდა და “ბარსა” ფრანგულ კლუბს სწორედ ამდენს სთავაზობდა, მაგრამ საქმეში “პარი სენ-ჟერმენის” ჩართვის შემდეგ, “ნიცამ” 50 მილიონი მოითხოვა, რის შემდეგაც ტრანსფერი ჩაიშალა.



