გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონას” წარმომადგენლები ამ მომენტისთვის მოლაპარაკებას მართავენ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით და მის სანაცვლოდ მერსესაიდულ კლუბს 120 მილიონს + 30-ს (ბონუსების სახით) სთავაზობენ. გასულ კვირებში ინგლისელები მტკიცე უარს აცხადებდნენ მოლაპარაკებების გამართვაზე.
კოუტინიო დემბელეს გაფორმების შემდეგ “ბარსას” პრიორიტეტად იქცა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” 2022 წლამდე ითამაშებს და მისი ტრანსფერი 105 მილიონ ევროს + 42 (ბონუსების სახით) დაჯდა.
კლუბს ესმის, რომ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი გაცილებით ძვირი ღირს. კოუტინიო კი ისევ არ ვარჯიშობს. იურგენ კლოპმა, რომელიც აცხადებდა, რომ ფეხბურთელს ზურგი ტკივა, პარასკევს თქვა, რომ ის უბრალოდ ავადაა. ბრაზილიელი გუნდზე ზეწოლას ახდენს და ძალებს არ იშურებს ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნის უარყოფის შემდეგ.
ის ტიტემ ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა, ახლა ელის, როგორ დასრულდება ეს სატრანსფერო საგა და ითამაშებს თუ არა კვლავ ყოფილი თანაგუნდელის, ლუის სუარესის გვერდით.
