ფილიპე კოუტინიოს რომ “ლივერპულში” თამაში აღარ სურს და “ბარსელონაში” გადასვლა უნდა, ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს.
beIN SPORTS-ის ინფორმაციით, კოუტინიომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობას უთხრა, რომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ სურს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას კატალონიურ გრანდში გადასვლა უნდა.
უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონა” მზადაა, 25 წლის ნახევარმცველში 138 მილიონი ევრო გადაიხადოს ბონუსებთან ერთად.
კოუტინიოს ახალ სეზონში “ლივერპულის” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
