მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” არდა თურანთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას აპირებს

“ბარსელონა” არდა თურანთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას აპირებს

30 წლის თურქმა შემტევმა ნახევარმცველმა, არდა თურანმა, შესაძლოა, “ბარსელონა” უფასოდ დატოვოს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

ცნობილია, რომ თურანი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის და “ბარსა” მის გაყიდვას გეგმავს. თუმცა, თურანი კლუბის დატოვებაზე უარს აცხადებს და მის კონტრაქტს ვადა 2020 წლამდე აქვს.

თურანს, იანვარში, კარიერის ჩინეთში გაგრძელების ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. “ბარსელონა”, თავის მხრივ, არ აპირებს 30 წლის ფეხბურთელი იჯარით გაუშვას.

კატალონიური პრესის ცნობით, “ბარსელონა” არდა თურანის კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას აპირებს. ასეთ შემთხვევაში, თურქ ფეხბურთელს “ბარსას” მაისურით თამაშის უფლება არ ექნება, მაგრამ კლუბი მას ვარჯიშს ვერ აუკრძალავს, რადგან ეს ფეხბურთელის შრომითი უფლებების დარღვევა იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში