უსმან დემბელეს მომავალი ამ მომენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ “ბარსელონას” უკავშირდება. მონაკოში კლუბების ლიდერთა შეხვედრამ შედეგი გამოიღო და შედგება ტრანსფერი, რომლის ღირებულება საერთო ჯამში 145 მილიონ ევროს შეადგენს – 105 მილიონ ევროს + 40 ბონუსების სახით. დემბელე ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
დღეს, “დორტმუნდის” გასული სეზონის შესაჯამებლად მედიის წინ წარსდგა ჰანს იოახიმ-ვაცკე, რომელმაც დემბელეს ტრანსფერზეც ისაუბრა და მისი “ბარსელონაში” გადასვლა ერთგვარად დააანონსა.
“ჯერ დასრულებული არაფერია, თუმცა ტრანსფერი ახლოსაა. დემბელეს წასვლა ჩვენს გუნდს დაასუსტებს. მისი ჩანაცვლება ერთი მოთამაშით შეუძლებელი იქნება.” – განაცხადა ვაცკემ, რომელმაც მიგვანიშნა, რომ ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.
აღსანიშნავია, რომ დემბელე “ბორუსიის” მთავარი გუნდიდან მოკვეთილია, რადგან ფეხბურთელი ვარჯიშებზე არ ცხადდებოდა გუნდზე ზეწოლის გაძლიერებისა და მისი “ბარსელონაში” გაშვებაში დასარწმუნებლად.
