ჰანს-იოახიმ ვატცკე: “დემბელეს ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა”

ჰანს-იოახიმ ვატცკე: “დემბელეს ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატცკე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უსმან დემბელეს “ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ მისი კომენტარიდან ირკვევა, რომ საქმემ წინ წაიწია.

“საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა და ოფიციალური ინფორმაცია ამის გამო არ ვრცელდება. L’Equipe-მ, ბოლო რამდენიმე კვირაში, არაერთი სისულელე დაწერა.

საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება, სავარაუდოდ, 31 აგვისტომდე. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს უახლოეს უქმეებზე მოხდება.” – ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Sport1.

გუშინდელი ინფორმაციით, რომელსაც არაერთი სპორტული გამოცემა ავრცელებს, “ბარსელონამ” უსმან დემბელეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები, ბონუსების ჩათვლით, დაახლოებით 150 მილიონს გადაიხდიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward