მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” სერჟი სამპერის ტრანსფერი დაადასტურა

“ბარსელონამ” სერჟი სამპერის ტრანსფერი დაადასტურა

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” 22 წლის ნახევარმცველის, სერჟი სამპერის “ლას პალმასში” იჯარით გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

კატალონიური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი კანარის კუნძულებზე არენდით ითამაშებს.

სამპერი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, მაგრამ კატალონიელთა პირველ გუნდში მას მხოლოდ 12 თამაში აქვს ჩატარებული. გასული სეზონი ფეხბურთელმა იჯარით “გრანადაში” გაატარა, რომლის მაისურითაც 23-ჯერ ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში