მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
The Sun: მესის მამა ლეოს “სიტიში” უფასოდ გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

The Sun: მესის მამა ლეოს “სიტიში” უფასოდ გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ინგლისელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესის მამა მისი შვილის “მანჩესტერ სიტიში” უფასოდ გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

ცნობილია, რომ ლეოს “ბარსელონასთან” ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმაბია. ის კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას ელოდება და კონტრაქტიც ამის შემდეგ გაფორმდება. ხოლო იმ შემთხვევისთვის, თუ ეს არ მოხდა, ფეხბურთელის მამა “მანჩესტერ სიტის” სპორტულ დირექტორთან, ჩიკი ბეგირისტაინთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

იმ შემთხვევაში, თუ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, ის 2018 წლის ზაფხულში “სიტიში” უფასოდ გადავა. თუმცა, 30 წლის ფეხბურთელისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად კვლავ კატალონიურ კლუბში დარჩენა რჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში